воскресенье, 11 ноября 2018 г.

მეცხრე დღე

       დავასრულეთ   პროექტზე  მუშაობა.  მოვისმინეთ  პროექტების  პრეზენტაცია.  შევაფასეთ  ერთმანეთის  ნამუშევრები.   გამოვაქვეყნეთ   ბლოგზე კომენტარები.  განვლილი  ტრენინგით    ვარ  ძალიან  კმაყოფილი.
      მადლობა  მინდა  გადავუხადო  ტრენერს,  ხათუნა  რუსიეშვილს  საინტერესო  და  შედეგიანი  თანამშრომლობისთვის.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

суббота, 10 ноября 2018 г.

პროექტის მერვე დღე

ფასილიტაციის,  პრეზენტაციის  და  კითხვარის  მომზადება  დავასრულეთ.  ჩვენს  მიერ  შექმნილი  ნამუშევრები  გადავამოწმეთ.  პროექტის  პორტფელიო  გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე.  სამუშაო  დღე  საინტერესოდ  წარიმართა.

суббота, 3 ноября 2018 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის  მეექვსეს  დღეს  ვიმუშავე  მოსწავლის  სავარაუდო პრეზენტაციის  ნაშრომზე.  დავათვალიერე  მასწავლებელთა  ნამუშევრები,  მოვიძიე  საჭირო  სურათები, დამხმარე  ლიტერატურა.  ტრენერის  დახმარებით  მივაღწიე  სასურველ  შედეგს.  მივიღე  დავალება-მოსწავლის  ნაშრომების  შეფასების  მომზადებაზე.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია



воскресенье, 21 октября 2018 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

პროექტის  პრეზენტაციის  გაკეთების  შემდეგ  განვსაზღვრეთ  როგორ  მოვახერხებდით  ჩვენს  სასწავლო  პროექტში  21-ე  საუკუნის  უნარების  ინტეგრირებას.  გავეცანით  ინტერნეტრესურსებს  მოსწავლეთა  თანამშრომლობისა  და  კომუნიკაციის  ხელშესაწყობად.  დავგეგმეთ  ინტერნეტის  გამოყენების  შესაძლებლობა  ჩვენი  თემის  ფარგლებში.    ტრენინგი  საინტერესოდ  წარიმართა.

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

суббота, 20 октября 2018 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

       ტრენინგის  მეოთხე  დღეს  შევისწავლეთ  პროექტებით  სწავლების  დროს   საჭირო  -  პორტფოლიოს  პრეზენტაციის  შექმნა;
      .გამოიკვეთა  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები;
       შევქმენით  პორტფოლიოს  პრეზენტაციის  ჩარჩო  და  ვისაურეთ  თითოეული  მათგანის  შესახებ; 

воскресенье, 14 октября 2018 г.

ტრენინგის მესამე დღე

  • სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტებისთვის
  • მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტებისთვის
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება და განხილვა

воскресенье, 7 октября 2018 г.

ტრენინგის მეორე დღე

პროექტზე  დაფუძნებული სწავლების  მეტოდები  ერთ-ერთი  დამხმარე  საშუალებაა  ცოდნის  შეძენა-გაღრმავების  დროს
.პროექტების  მომზადების  დროს  შეიძლება  ითანამშრომლო  მშობელთან,მასწავლებელთან.
  გადავწყვიტე  მომემზადებინა  ბროშურა  მშობლებისათვის
.  ტრენერის  დახმარებით  შევძელი  ბროშურის  დამზადება,  რომელსაც  გამოვიყევებ  მუშაობის  დროს.

ტრენინგის პირველი დღე

  • როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
  • როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?